შსს გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს

14:46, 26.10.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებისა და საგამოძიებო მოქმედებების ვიდეომასალას ავრცელებს.

ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

მსგავსი