შს მინისტრმა გორში მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა
შს მინისტრმა გორში მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გორში იმყოფებოდა. მან მოადგილეებთან ერთად გორში მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი საკუთარ სახლში მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა. ის მოკლულის ოჯახის მდგმური იყო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.