შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები გმობენ
შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები გმობენ

შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები გმობენ. განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა, ანეგლა მერკელმა. მისი თქმით, შოკირებულია, რომ აღდგომის აღსანიშნად მისული ხალხი წინასწარ დაგეგმილი თავდასხმების სამიზნე გახდა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, მკაცრად გმობს შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმას და „სრულ სოლიდარობას უცხადებს შრი-ლანკელ ხალხს“.

„ტვიტერით“ გამოეხმაურა მომხდარს ესპანეთის პრემიერ-მინისტრიც. „ტერორი და ბარბაროსობა ვერასდროს დაგვამარცხებს“ – წერს პედრო სანჩესი.

მომხდარს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერიც. მისი თქმით, ევროკავშირი შრი-ლანკის ხალხის დასახმარებლად მზადაა.

შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი შეეწირა.