შრი-ლანკაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 10 პირი. ინფორმაციას სტიქიასთან ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.
უხვი ნალექი კუნძულოვან სახელმწიფოს შაბათიდან დაატყდა თავს. რამდენიმე დასახლებულ პუნქტში წყალდიდობის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით თავშესაფარში არიან გადაყვანილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დასავლეთ რაიონში ნალექი უახლოეს დღეებში იკლებს, თუმცა წვიმა მოსალოდნელია შრი-ლანკის აღმოსავლეთ რეგიონებშიც.