გერმანულმა გაზეთმა „შპიგელმა“ (Der Spiegel) ჩაატარა კვლევა „ფუტბოლ ლიკსის“ (Football Leaks) მონაცემებზე დაყრდნობით. ჟურნალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „ბაიერნმა“ სხვა ევროპულ კლუბებთან ერთად დაიწყო ევროპის სუპერლიგის შექმნაზე მუშაობა.
გამოცემის ინფორმაციით, „ბაიერნმა“ შეადგინა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დატოვოს ბუნდესლიგა. ასევე შემოწმდა საკითხი ფეხბურთელების გერმანიის ნაკრებიდან გამოსვლის შესაძლებლობაზე.
გარდა ამისა, „ბაიერნმა“ ევროპული ფეხბურთის 15 სხვა გრანდთან ერთად შეიმუშავა „გეგმების სია“, რომელიც ითვალისწინებს სუპერლიგის შექმნას. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შეიძლება 2018 წლის ნოემბერში შედგეს.