შოვში, სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად დროებითი გზებისა და ხიდების მოწყობა მიმდინარეობს
შოვში, სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად დროებითი გზებისა და ხიდების მოწყობა მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად დროებითი გზებისა და ხიდების მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც.

„შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო, გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობისა და სხვა ხიდების აღდგენის სამუშაოები.

გაიწმინდა შესასვლელები და მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა და დღის განმავლობაში კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა

გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.