შოტლანდიაში წლის ფეხბურთელი დაასახელეს
ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი ჯონ მაკგინი 2019 წელს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, – წერს ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი.
მიმდინარე სეზონში მაკგინმა თავისი პირველი გოლი გაიტანა შოტლანდიის ნაკრებში, როცა რუსების კარი აიღო ევრო 2020-ის შესარჩევ შეხვედრაში, შემდეგ კიდევ ექვსი გოლი მიითვალა ეროვნულ გუნდში – ჰეთ-თრიკი შეასრულა სან მარინოს წინააღმდეგ, დუბლი – ყაზახეთთან და ერთი გოლი გაიტანა კვიპროსთან.
„ასტონ ვილას“ შემადგენლობაში 25 წლის ფეხბურთელმა 17 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. ასევე ის სექტემბერში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.