შოთა ნონიკაშვილი - სეზონის მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე #1TVSPORT
შოთა ნონიკაშვილი - სეზონის მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე #1TVSPORT

ნახევარფინალურ მატჩში „საბურთალომ“ ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა. მეტოქის კარში მეორე გოლის ავტორი 20 წლის შოთა ნონიკაშვილი იყო.

„ბოლო წუთებამდე დაძაბული მატჩი იყო. მიხარია, რომ წარმატება ჩვენ დაგვრჩა და ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს გოლს – სასიამოვნოა, რომ გამარჯვებასთან ერთად, მეტოქის კარი ლამაზი გოლით ავიღე. ვფიქრობ, სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე”, – თქვა ნონიკაშვილმა.

„საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის თქმით, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გასულ წყალტუბოს „სამგურალთან“ გუნდი განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს: 

„ვფიქრობ, ეს მოგება დავიმსახურეთ და ღირსეულად გავედით თასის გათამაშების ფინალში. მეტოქე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და იმის გარდა, რომ ორი გოლი გავიტანეთ, სანახაობრივი და საინტერესო ფეხბურთიც ვაჩვენეთ. რაც შეეხება ფინალში ჩვენს მომავალ მეტოქეს – წყალტუბოს „სამგურალს” კიდევ უფრო კარგად შევისწავლით, მოვემზადებით გადამწყვეტი შეხვედრისთვის. რთული მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ შევეცდებით, ფინალი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ“.

დატოვე კომენტარი