ძალოსნობაში 2020 წლის პირველი შეჯიბრი რომში მიმდინარეობს, სადაც ასევე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა შოთა მიშველიძემ 61კგ. წონით კატეგორიაში სამი ვერხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123,128 და 131 კგ. დაძლია და მეორე იყო, ასევე ვერცხლის მედალი მოიგო აკვრაშიც სადაც მან 145,151,155კგ. დააფიქსირა.
ორჭიდის ჯამში შოთა მიშველიძის შედეგი 286კგ-ია და ის მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით მიშველიძის გარდა რომში ასევე გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.