შოთა მიშველიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ასპარეზობს.
ქართველმა ძალოსანმა პირველი მოძრაობა, ატაცი 136 კგ-ით დაასრულა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრება აკვრაში დაიწყება.