შოთა გეწაძე აცხადებს, რომ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე შოთა გეწაძემ უისტიციის უმაღლეს საბჭოს ინიციატივით მიმართა.
მოსამართლის განცხადებით, საბჭომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი საპარლამენტო მდივნის დანიშვნაზე უნდა იმუშაოს.
მისივე თქმით, პარლამენტში საბჭოს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, რომელიც უწყების უფლებების დამცველი იქნება.
„ვთავაზობ იუსტიციის საბჭოს, იფიქროს პარლამენტში თავისი წარმომადგენლის არსებობაზე. ეს არის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. თუ სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციას, პრეზიდენტს ჰყავთ წარმომადგენელი, ასეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ორგანოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორ შეიძლება, არ ჰყავდეს საპარლამენტო მდივანი, რომელიც უკვე პარლამენტის წიაღში მოახდენს სასამართლო სისტემის მოსაზრების ინტეგრირებას და მისი უფლებების დაცვას. ადრე მუსირებდა ეს აზრი და სამწუხაროდ განვითარება ვერ ჰპოვა. ახლა ამ აზრის უარყოფა ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება”,- განმარტა შოთა გეწაძემ.