შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, ტაშკენტის „პახტაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ არველაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა.