შოთა არველაძე - სწრაფი ტესტით კორონავირუსი დამიდასტურდა, ველოდები „პისიარის“ პასუხს, იზოლაციაში ვარ
შოთა არველაძე - სწრაფი ტესტით კორონავირუსი დამიდასტურდა, ველოდები „პისიარის“ პასუხს, იზოლაციაში ვარ

შოთა არველაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დაწერა და უარყო უზბეკურ მედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს ასთმა აქვს, რამაც, შესაძლოა, მისი მდგომარეობა გაართულოს.

„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის,“ – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს და ამჟამად იზოლაციაში იმყოფება. მისი გუნდი, ტაშკენტის „პახტაკორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება, სადაც სამი შეხვედრა ჩაატარა და არც ერთი არ წაუგია. ტაშკენტელებს ბოლო შეხვედრა ირანის „შაჰრ ხოდროსთან“ დღეს, 23 სექტემბერს ჰქონდათ დაგეგმილი და ქართველი მწვრთნელი, ცხადია, შეხვედრას გამოტოვებს.

B ჯგუფში „ფახტაკორი“ რვა ქულით მეორე ადგილზეა, პირველზე 11 ქულით საუდის „ალ-ჰილალია“, დღევანდელი მეტოქე „შაჰრ ხოდრო“ კი ერთი ქულით ბოლო, მეოთხე პოზიციაზეა.

სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად…

Posted by Shota Arveladze on Wednesday, September 23, 2020

 

დატოვე კომენტარი