შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო, თავის გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს #1TVSPORT
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან მარცხის შესახებ ამერიკელმა შონ ო’მალიმ პირველად „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.
როგორც ო’მალი ამბობს, ბრძოლამდე თავს კარგად გრძნობდა და თავის გასამართლებელი მიზეზი არ აქვს.
„ბრძოლის კვირამ შესანიშნავად ჩაიარა. წონის კლების პროცესიც იდეალურად მიმდინარეობდა, თავს კარგად ვგრძნობდი. გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.
მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ თავს არ ვგავდი, რაღაც მაწუხებდა, თუმცა ეს ასე არ იყო, უბრალოდ, დავმარცხდი“, – განაცხადა ო’მალიმ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ქამარი ილია თოფურიამ მოიგო, მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.