„შინდისის გმირების“ ავტორი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართული კინოინდუსტრიის დაფინანსების შესახებ დროული და გონივრულია 
„შინდისის გმირების“ ავტორი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართული კინოინდუსტრიის დაფინანსების შესახებ დროული და გონივრულია 

„შინდისის გმირების“ ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართული კინოინდუსტრიის დაფინანსების შესახებ დროული და გონივრულია.

„ყველა პირობა გვაქვს, რომ ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კინოწარმოების მიმართულებით. დიახ, ყველაფერი გვაქვს, გარდა ფინანსებისა. ამიტომ, კინომწარმოებლების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის“,-აცხადებს მინაშვილი.

ამასთან, მისივე აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოხდეს პრიორიტეტული პროექტების შერჩევა და დაფინანსება.

„ვფიქრობ, ფონდმა „ქართუმ“ ამ ინიციატივის საფუძველზე უნდა შექმნას ყველასგან დამოუკიდებელი, თავისუფალი, ახალი, ალტერნატიული პლატროფრმა, საიდანაც მწარმოებლებს, კინოცენტრის გარდა, შეეძლებათ დაფინანსების მოპოვება. ალტერნატიული პლატფორმა გულისხმობს დამოუკიდებელ საქმიანობას, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კინოცენტრთან რაიმე კავშირში. ფონდს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური, კომპეტენტური ჟიური და განაცხადის შეტანა ყველასთვის უნდა იყოს შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში, კინომწარმოებლები აღარ იქნებიან მხოლოდ კინოცენტრის ამარა. ასევე, შესაძლებელი იქნება, კინოცენტრში მოპოვებული დაფინანსების შემდეგ გამარჯვებულმა პროექტებმაც კვლავ მიიღონ უკვე ფონდ „ქართუს“ კონკურსში მონაწილეობა და კინოსთვის საჭირო ბიუჯეტი სრულად შეავსონ. ან პირიქით – კინოცენტრის კონკურსში დაწუნებულ პროექტებს, კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, რომ ამჯერად ფონდიდან მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ შესაბამისი პროექტები, თუ რა თქმა უნდა კომპეტენტური ჟიური მიიჩნევს მიზანშეწონილად“, – აცხადებს ედმუნდ მინაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს.