შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს

14:07, 02.03.2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას 20-მდე ადამიანი დააკავეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაკავებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათ გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.

მსგავსი