არსებული ინფორმაციით, ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას 20-მდე ადამიანი დააკავეს

11:55, 02.03.2019

არსებული ინფორმაციით, ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას დაკავებული 20-მდე ადამიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

როგორც დაკავებულების ადვოკატებმა პირველ არხს განუცხადეს, დღეს დილით სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში, რა დროსაც 20-მდე ადამიანი აიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათ გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.

გამთენიისას ჩხრეკა ჩატარდა ყველა დაკავებულის ოჯახში.

მსგავსი