შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:45, 20.10.2020

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 84 წლის მამაკაცია, რომელიც 15 ოქტომბერს გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. პაციენტს აღენიშნებოდა გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

ინფექციის გავრცელების გამო, უკვე დაიკეტა და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას გორის მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლა. თვითიზოლაციაში გადაყვანილია 916 პირი.

რეგიონში ჯამში „კოვიდ 19“-ით 225 ინფიცირებულია. აქედან 99 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 666-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-ს შეადგენს.

მსგავსი