საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 158-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 407 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 862 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი