უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ „ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელ დიდიე დროგბას, რომელმაც 22 ნოემბერს საკუთარ „ტვიტერზე“ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, საჯაროდ მიმართა.
ორივე ეს ფეხბურთელი „ლურჯების“ რიგებში ასპარეზობდა: დროგბა 2004-2012 და 2014-2015, ხოლო შევჩენკო 2006-2009 წლებში.
„დიდიე, შენ ძალიან მაგარი კარიერა გქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, ვისთანაც მითამაშია“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ შევჩენკომ.
„ჩელსის“ რიგებში დროგბა 4-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.