შევჩენკო – დროგბა ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც მითამაშია

12:12, 23.11.2018

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ „ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელ დიდიე დროგბას, რომელმაც 22 ნოემბერს საკუთარ „ტვიტერზე“ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, საჯაროდ მიმართა.

ორივე ეს ფეხბურთელი „ლურჯების“ რიგებში ასპარეზობდა: დროგბა 2004-2012 და 2014-2015, ხოლო შევჩენკო 2006-2009 წლებში.

„დიდიე, შენ ძალიან მაგარი კარიერა გქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, ვისთანაც მითამაშია“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ შევჩენკომ.

„ჩელსის“ რიგებში დროგბა 4-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი