ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად „მილანს“ ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურა შესთავაზეს #1TVSPORT
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად „მილანს“ ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურა შესთავაზეს #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად „მილანს“ ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურა შესთავაზეს.

გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს. „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის მცირე შანსი დარჩა, ასევე გუნდი ნელ-ნელა კარგავს იტალიის ჩემპიონობის შანსს.

როგორც სკირა იუწყება, შევჩენკოს კანდიდატურა კლუბის მესვეურებს რამდენიმე შუამავალმა ურჩია, თუმცა კლუბის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

47 წლის ანდრეი შევჩენკო ბოლოს „ჯენოას“ ავარჯიშებდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელებმა მას მხოლოდ 11 მატჩი მისცეს. შევჩენკოსთან ერთად „ჯენოამ“ ერთხელ მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და შვიდჯერ წააგო.

მანამდე, 2016 წლიდან 2021 წლამდე შევჩენკო უკრაინის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში. ევრო 2020-ზე მისი გაწვრთნილი ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინგლისთან დამარცხდა.