შესაძლოა, რუსეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ქართველი გახდეს #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩებისთვის ხორვატიასთან, კვიპროსთან და მალტასთან რუსეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა შეკრებაზე გუნდის კაპიტანი არტიომ ძიუბა არ გამოიძახა.
პრესკონფერენციაზე კარპინმა ამ კითხვას მკაფიო პასუხი არ გასცა, მაგრამ აღნიშნა, რომ კაპიტანს თავად დანიშნავს ან გუნდი აირჩევს.
გამოცემა „ჩემპიონატმა“ მკითხველების გამოკითხვა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მათ უკვე ჰყავთ ფავორიტი – 49% მიიჩნევს, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტანი მომდევნო მატჩებში მოსკოვის „სპარტაკის“ ცენტრალური მცველი გიორგი ჯიქია უნდა იყოს.
„სიაში „ზენიტის“ თავდამსხმელის არყოფნამ წარმოქმნა კითხვა – ვინ იქნება რუსეთის ნაკრების ახალი კაპიტანი? სავსებით შესაძლებელია, რომ სამკლავური „სპარტაკის“ მცველმა გიორგი ჯიქიამ მოირგოს“, – წერს გამოცემა.
ძიუბა რუსეთის ნაკრების კაპიტანი 2018 წლის სექტემბერში გახდა, მაგრამ სკანდალური ვიდეოს შემდეგ, მოლდოვასთან (0:0), თურქეთთან (2:3) და სერბეთთან (0:5) სამ მატჩში სამკლავური გიორგი ჯიქიამ მოირგო.