შესაძლოა, „რეალმა“ ჰალანდის ნაცვლად ვლახოვიჩი შეიძინოს #1TVSPORT
შესაძლოა, „რეალმა“ ჰალანდის ნაცვლად ვლახოვიჩი შეიძინოს #1TVSPORT

„რეალი“ „ფიორენტინას“ ფორვარდს, დუშან ვლახოვიჩს ერლინგ ჰალანდის ალტერნატივად განიხილავს, – იუწყება El Nacional.

გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის სერბი „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება, თუ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა „დორტმუნდის“ ახალგაზრდა ნორვეგიელი ვარსკვლავის გუნდში გადმოყვანას ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ვლახოვიჩმა სერბეთის ნაკრებისა და „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლის ავტორი გახდა.