შესაძლოა, მწვრთნელებს მატჩში ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება მიეცეთ

17:29, 27.04.2020

ფიფა აქტიურად განიხილავს მატჩში ხუთი ცვლილების გაკეთების შესაძლებლობას. თუ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლამდე დარჩება, შემდეგ კი ძველი წესი დაბრუნდება, – იუწყება BBC Sport.

დაშვება, რომ მწვრთნელებს ხუთი ცვლილების გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ, იმ მჭიდრო გრაფიკს უკავშირდება, რომელიც მომავალში საფეხბურთო სეზონის განახლების დროს გაჩნდება, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი დროებით შეჩერებულია.

ფიფა-ში იმედოვნებენ, რომ ახალი რეგულაცია ფეხბურთელებს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას შეუმსუბუქებს.

მსგავსი