შესაძლოა, ბათუმის „დინამომ" ევროპალიგის პირველ თამაშს გორში უმასპინძლოს
შესაძლოა, ბათუმის „დინამომ" ევროპალიგის პირველ თამაშს გორში უმასპინძლოს

საქართველოს პირველ არხისთვის ნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ბათუმის „დინამომ“ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატაროს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგის პირველივე მატჩს ბათუმის „დინამო“ ახალ სტადიონზე თბილისის „დინამოსთან” ჩაატარებს. ლაპარაკი ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩზე, რომელსაც ბათუმმა 12 სექტემბერს უნდა უმასპინძლოს. ევროთასების სამასპინძლოდ კი, ბათუმის ახალ სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩი უნდა ჩატარებულიყო, რომელზეც სტადიონს დატესტავდნენ.

ამაში ბევრი დეტალი იგულისხმება – მაგალითად, ხალხმრავლობის დროს უსაფრთხოების ნორმების შემოწმება, რაც ახლა შეუძლებელია – სტადიონზე ტევადობის მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება. ამას გარდა, ბათუმის „დინამო“ აჭარის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მუშაობს, რომ სტადიონმა უეფასგან მაღალი კატეგორია მიიღოს, რადგან მიზანი ისაა, რომ ბათუმის „დინამომ“ ევროტურნირის მატჩები ახალ არენაზე გამართოს და ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ითამაშონ. მაგრამ ეს პროცესი და დარჩენილი დეტალების მოგვარება ერთ დღეში ვერ ხერხდება. შესაძლოა, ამის გამო, უეფა-ს ბათუმის სტადიონისთვის კატეგორიის მინიჭება ვერ მოესწროს 27 აგვისტომდე, როდესაც ბათუმის „დინამო” ევროპის ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს. და თუ წილისყრით ამ ერთმატჩიანი დაპირისპირების მასპინძლობის უფლებას მიიღებს, არაა გამორიცხული, ბათუმელებმა ევროპელ მეტოქეს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლონ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება „საბურთალომ“ მიიღო და საშინაო არენად გორის სტადიონი დაასახელა. „თენგიზ ბურჯანაძე არენამ“ 2017 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.