შერმადინმა მაკფადენის „ბურგოსი“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
შერმადინმა მაკფადენის „ბურგოსი“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში ითამაშებს. მისმა „ტენერიფემ“ „ბურგოსი“ სტუმრად 92:68 დაამარცხა და სერია 2:0 მოიგო.

მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თად მაკფადენმაც კარგად ჩაატარა და მისმა „ბუგროსმაც“. დიდ შესვენებაზე მასპინძლები 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა მეორე ნახევარში „ტენერიფეს“ ფორვარდებმა რაც პირველ ტაიმში დააკლეს, მეორეში ჩააგდეს და მესამე პერიოდი კუნძულელებმა 31:11 მოიგეს.

პირველშიც და მეორეშიც მეტად სასარგებლოები იყვნენ გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი და ცენტრი გიორგი შერმადინი. ბრაზილიელმა უერტასმა 20 ქულა, 9 პასი ჩაიწერა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო იყო – 28.

შერმადინმა მატჩი 11 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა – 22. ამ კომპონენტზე დიდი გავლენა იქონია ჯარიმების რაოდენობამ: შერმადინზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად ერთი ფოლი მიიღო. 9 ჯარიმა თავისთავად მიუთითებს, რაოდენ უხეშად ეთამაშებოდნენ 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს.

საქართველოს ნაკრების ლეგიონერის, თად მაკფადენის მონაგარი ასეთი იყო: 20 წუთი, 10 ქულა, 4 პასი.

ასე და ამგვარად, „ტენერიფე“ 1/2 ფინალშია და მეტოქეს ელის, რომელიც „ბარსელონა“-„ხუვენტუდის“ წყვილში გამარჯვებული იქნება. სერიას „ბარსა“ იგებს – 1:0.