შერმადინის 19 ქულა და „ტენერიფეს“ დამაჯერებელი გამარჯვება „ვალენსიასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
შერმადინის 19 ქულა და „ტენერიფეს“ დამაჯერებელი გამარჯვება „ვალენსიასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში ისევ შეუჩერებელია გიორგი შერმადინი და მისი “ტენერიფე”. მე-8 ტურში კუნძულელებმა “ვალენსიას” უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 94:74 დაამარცხეს.

გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი ამჯერად მატჩის საუკეთესო ვერ გახდა, თუმცა გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 25 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შერმადინმა 13-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ასპროცენტიანი იყო – 5-დან 5.

ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ხაიმე ფერნანდესმა დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, შერმადინის ანალოგიური მაჩვენებელი კი 22 გახლდათ.

„ტენერიფემ“ სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ლიგის ლიდერია. გიორგი შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე „ბრეოგანი“ იქნება, რომელიც ამჟამად მე-7 ადგილზეა.