შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ბლოგერ დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

12:45, 02.09.2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.

„ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისა და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.

თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვხატავთ დაურ ბუავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამძიმარში.

ცნობისთვის, ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს საცოხვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მსგავსი