ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

12:00, 28.08.2026

ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ არხს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ბუავას ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.

დაურ ბუავა რამდენიმე წლის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

მსგავსი