შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ტურნირზე მამა და შვილი ერთად გამოვლენ
უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდება ბრაზილიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირზე – იქ ერთდროულად გამოვლენ მამა და შვილი. როგორც „ემ ემ ეი ფაითინგ“ (MMA Fighting) წერს, ეს მოხდება ტურნირზე, რომელსაც Future MMA 7 ჰქვია. იქ ბრძოლებს გამართავენ დიეგო ბრაგა და მისი ვაჟი გაბრიელი.
20 წლის გაბრიელს ამ მომენტისთვის სამი მოგება აქვს „ემ-ემ-ეიში“, 40 წლის დიეგოს კი კარიერაში 22 გამარჯვება და რვა წაგება დაუგროვდა. მან თავისი კარიერა შერეულ ორთაბრძოლებში 2003 წელს დაიწყო, მისმა ვაჟმა – 2018 წელს.
მომავალ ტურნირზე გაბრიელი შეხვდება ჟან ინასიო სოარეშს (ხუთი მოგება, ორი წაგება), დიეგო კი ბრძოლას გამართავს კიდევ ერთ ვეტერან ჯამილ სილვეირასთან (44 მოგება, 18 წაგება).