შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ორი ბავშვია
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
სულ დაღუპულია 13 ადამიანი. დაშავებულია ექვსი პირი. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია.
„აეროფლოტის“ კუთვნილი ავიალაინერის, „სუხოი სუპერჯეტ 100-ის“ ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს.