შერემეტიევოს აეროპორტში დამწვარმა თვითმფრინავმა გეგმური ტექნიკური მომსახურება აპრილში გაიარა
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დამწვარმა თვითმფრინავმა გეგმური ტექნიკური მომსახურება 2019 წლის აპრილში გაიარა. ინფორმაციას ავიალაინერ „სუხოი აუოერჯეტ 100-ის“ მწარმოებელი კომპანია ავრცელებს.
სამგზავრო ლაინერი 2017 წლის აგვისტოში იყო წარმოებული.
შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად მეხის დაცემა სახელდება.
თვითმფრინავი, რომელიც მურმანსკში ასრულებდა რეისს, აფრენიდან 28 წუთში უკან დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა.
ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.