შერემეტიევოს აეროპორტში დამწვარმა თვითმფრინავმა გეგმური ტექნიკური მომსახურება აპრილში გაიარა

22:53, 05.05.2019

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დამწვარმა თვითმფრინავმა გეგმური ტექნიკური მომსახურება 2019 წლის აპრილში გაიარა. ინფორმაციას ავიალაინერ „სუხოი აუოერჯეტ 100-ის“ მწარმოებელი კომპანია ავრცელებს.

სამგზავრო ლაინერი 2017 წლის აგვისტოში იყო წარმოებული.

შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად მეხის დაცემა სახელდება.

თვითმფრინავი, რომელიც მურმანსკში ასრულებდა რეისს, აფრენიდან 28 წუთში უკან დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.

მსგავსი