შენგელიას 10 ქულა „ფენერბაჰჩეს“ დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT
შენგელიას 10 ქულა „ფენერბაჰჩეს“ დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT

ტრავმის მოშუშების შემდეგ მეორე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიამ, რომლის ცსკა-მ თურქულ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა. სტამბოლელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს – 92:81.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მიწურულს ნანდო დე კოლოს მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ცსკა-ს თამაშის შემოსატრიალებლად არც დრო დარჩა და არც რესურსი. დე კოლომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 10 ქულა, 3 პასი, თითო მოხსნა-ჩაჭრა. თოკომ 4-4 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.

ცსკა-ს ევროლიგაზე 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას ვითიბი ლიგაზე 7 ნოემბერს „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.