შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ ვალის კეთილსინდისიერ მომსახურებას გააგრძელებს
შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ ვალის კეთილსინდისიერ მომსახურებას გააგრძელებს

შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ ვალის კეთილსინდისიერ მომსახურებას გააგრძელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა ერთი მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია „ოჯთ“-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.

ასევე, „ოჯთ“-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე, „ოჯთ“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში.

შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა, შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა.