შემოდგომის ერთა სერიის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო - ნომინანტებს შორის ვასილ ლობჟანიძეც მოხვდა #1TVSPORT
რაგბიში „შემოდგომის ერთა სერიის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის ხმის მიცემით გამოვლენა დაიწყო. ოთხ კანდიდატს შორის „ბორღჯალოსნების“ ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძეცაა.
„ფრედი სტუარტმა ახალ ზელანდიასთან მეორე ლელოს დადებით მატჩში ინგლისის დაბრუნება განაპირობა. შოტლანდიამ არგენტინა ანგარიშით 52:39 დაამარცხა და ამის შემოქმედი გუნდის მგეზავი – ფინ რასელი იყო, ხოლო საქართველოს მიერ უელსთან „ფრინსიფალითიზე“ მოპოვებული განსაცვიფრებელი გამარჯვების საუკეთესო მოთამაშე ვასილ ლობჟანიძე გახდა,“ – წერს ტურნირის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინსიფალითი სთედიუმზე“ (ყოფილი „მილენიუმი“) საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსთან ისტორიული გამარჯვება (13:12) მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად პირველად დაამარცხეს პირველი დონის ნაკრები. მატჩის დღეს უელსის ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებდა. ვასილ ლობჟანიძემ მატჩი სრულად ითამაშა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.