ნიკოლ ფაშინიანი თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლს დაესწრო [ფოტო]
ნიკოლ ფაშინიანი თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლს დაესწრო [ფოტო]

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი ერევანს სტუმრობს.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სპექტაკლს „შემოდგომის დაისი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, უფროს ქალიშვილთან მარიამთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაზერი ღარიბიანთან ერთად დაესწრო.

თეატრში იმყოფებოდა სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძეც.