2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ლინდსი ვონი კარიერაში თავის ბოლო რბოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 5-17 თებერვალს, შვედეთის ქალაქ არეში გაიმართება. 34 წლის ამერიკელმა მანამდე განაცხადა, რომ ტრავმები აწუხებს.
„ბოლო ორი კვირა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო ჩემს ცხოვრებაში, – დაწერა ვონმა თავის „ფეისბუქზე“. – საკუთარ თავს ვებრძოდი. გული და გონება მეუბნებიან, რომ კიდევ შემიძლია დავრჩე, მაგრამ სხეული ეწინააღმდეგება. ბევრი უძილო ღამის შემდეგ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ აღარ ღირს გაგრძელება. შვედეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი კარიერის ბოლო რბოლა გაიმართება“.
ვონი 2010 წელს ოლიმპიური ჩემპიონი სწრაფდაშვებაში გახდა, მას ეკუთვნის ქალებს შორის რეკორდი მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპების რაოდენობით – 82.