იაპონიის საელჩო - საქართველო, გილოცავთ ოლიმპიურ ჩემპიონს
იაპონიის საელჩო - საქართველო, გილოცავთ ოლიმპიურ ჩემპიონს

საქართველოში იაპონიის საელჩო ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს.

„საქართველო, გილოცავთ ოლიმპიურ ჩემპიონს! ლაშა ბექაური, გილოცავთ“, – აღნიშნულია საქართევლოში იაპონიის საელჩოს მილოცვაში, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელთან, მიხაელ იგოლნიკოვთან.

დატოვე კომენტარი