ანდერს ფოგ რასმუსენი - შემაშფოთებელია, რაც საქართველოში დღეს მოხდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს
რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია, – ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.
როგორც რასმუსენი წერს, მიმდინარე მოვლენები, პირველ რიგში, ქართველი ხალხს აზარალებს.
„ის, რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც ამით ზარალდება, ქართველი ხალხია.
მე თავშეკავებულობისკენ და საქართველოს უკან არ დახევისკენ მოვუწოდებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს“, – წერს რასმუსენი.