შეხვედრა სკოპიეში - იაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს „ჯვაროსნების“ მაისური გადასცა #1TVSPORT
შეხვედრა სკოპიეში - იაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს „ჯვაროსნების“ მაისური გადასცა #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიური მედია სკოპიეში საინტერესო შეხვედრაზე წერს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი, სლავჩო გეორგიევსკი ნახა და მას სიმბოლური მაისური გადასცა.

„ისინი ბაქოს „ინტერში“ ერთად თამაშობდნენ, დღეს კი სკოპიეში ყავა ერთად დალიეს. სლავჩო გეორგიევსკი-თუპანი და ალექსანდრე იაშვილი, ახლა პირველი „ტეტექსის“ მწვრთნელი, მეორე კი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. როგორც ჩანს, დღევანდელ მატჩზე იაშვილმა მაკედონიელ მეგობარ ტუპანს საქართველოს ნაკრების მაისური აჩუქა. იაშვილი ქართულ ფეხბურთში ცნობილი სახელია, თამაშობდა თბილისის „დინამოში“, „ფრაიბურგში“, „ბოხუმში“, „კარლსრეუში“, ბაქოს „ინტერში“. ნაკრებში 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, ახლა ის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია“, – წერს გამოცემა „სპორტმედია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაზგრადიდან სკოპიეში 7 ივნისს გაემგზავრა, სადაც ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში დაუპირისპირდება.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა სკოპიესტოშე პროესკი არენაზე“ ხვალ, 9 ივნისს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 22:45 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.