აზიის საფეხბურთო კონფედერაციამ წარმოადგინა იმ აზიელი სპორტსმენების სიმბოლური ნაკრები, რომლებსაც ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ.
გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩატარდა და სიმბოლურმა ასეთი სახე მიიღო:
მეკარე – მოჰამედ ალ-დეაია (საუდის არაბეთი);
მცველები: იან-პიო ლი, მიუნ-ბო ჰონი (ორივე – კორეა), აბდულა ზობრომაუი (საუდის არაბეთი), იუტო ნაგატომო (იაპონია);
ნახევარმცველები: ჟი-სუნ პარკი (კორეა), ფუად ანვარი (საუდის არაბეთი), ჰიდეტოში ნაკატა, კეისუკე ჰონდა (ორივე – იაპონია);
ფორვარდები: ჰეონ-მინ სონი (კორეა), სამი ალ-ჟაბერი (საუდის არაბეთი).
პარალელურად შეადგინეს სიმბოლური ნაკრები სტატისტიკური კომპანია Opta-ს მონაცემების მიხედვით:
მეკარე – ვუნ-ჟაე ლი (კორეა);
მცველები: იონ-გუკ სონი, მიუნ-ბო ჰონი, ტაე-იონ კიმი (ყველა – კორეა), იუტო ნაგატომო (იაპონია);
ნახევარმცველები: ჟი-სუნ პარკი (კორეა), მაიელ იედინაკი (ავსტრალია), ჰიდეტოში ნაკატა, კეისუკე ჰონდა (ორივე – იაპონია);
ფორვარდები: ჰეონ-მინ სონი (კორეა), ტიმ კეჰილი (ავსტრალია).