შეადგინეს აზიელ მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრები
შეადგინეს აზიელ მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრები
აზიის საფეხბურთო კონფედერაციამ წარმოადგინა იმ აზიელი სპორტსმენების სიმბოლური ნაკრები, რომლებსაც ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ.
გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩატარდა და სიმბოლურმა ასეთი სახე მიიღო:
მეკარე – მოჰამედ ალ-დეაია (საუდის არაბეთი);
მცველები: იან-პიო ლი, მიუნ-ბო ჰონი (ორივე – კორეა), აბდულა ზობრომაუი (საუდის არაბეთი), იუტო ნაგატომო (იაპონია);
ნახევარმცველები: ჟი-სუნ პარკი (კორეა), ფუად ანვარი (საუდის არაბეთი), ჰიდეტოში ნაკატა, კეისუკე ჰონდა (ორივე – იაპონია);
ფორვარდები: ჰეონ-მინ სონი (კორეა), სამი ალ-ჟაბერი (საუდის არაბეთი).
პარალელურად შეადგინეს სიმბოლური ნაკრები სტატისტიკური კომპანია Opta-ს მონაცემების მიხედვით:
მეკარე – ვუნ-ჟაე ლი (კორეა);
მცველები: იონ-გუკ სონი, მიუნ-ბო ჰონი, ტაე-იონ კიმი (ყველა – კორეა), იუტო ნაგატომო (იაპონია);
ნახევარმცველები: ჟი-სუნ პარკი (კორეა), მაიელ იედინაკი (ავსტრალია), ჰიდეტოში ნაკატა, კეისუკე ჰონდა (ორივე – იაპონია);
ფორვარდები: ჰეონ-მინ სონი (კორეა), ტიმ კეჰილი (ავსტრალია).
დატოვე კომენტარი