წიტაიშვილი პოლონეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
წიტაიშვილი პოლონეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და უკვე ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა მოახერხა. საქართველოს ნაკრების შემტევს 29-ე ტურში კრაკოვის „ვისლაში“ ჩატარებული თამაში დაუფასეს.

რაკოველები ვროცლავში „შლიონსკს“ ესტუმრნენ და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვეს (1:1). სტუმართა შორის გიორგი წიტაიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო – ის კრაკოველთა ლამის ყველა მწვავე შეტევას იწყებდა ან ავითარებდა. „ვისლამ“ ერთადერთი გოლიც ქართველი ახალწვეულის განვითარებული იერიშის შედეგად გაიტანა, თავადაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა.

„ნახევარმცველი. გიორგი წიტაიშვილი. კრაკოვის „ვისლა“ – პირველი მოხვედრა სიმბოლურში. ვროცლავში „შლიონსკისა“ და კრაკოვის „ვისლას“ მატჩში ამ ფეხბურთელის ყურება დიდი სიამოვნება იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გამოირჩეოდა მაღალი დინამიკითა და შეტევის დიდი სურვილით. უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა სამი ეფექტური დრიბლინგი ჩაიწერა, საჯარიმოში სამჯერ ბურთით შევიდა და სამჯერ დაარტყა. მის ანგარიშზეა ასევე ერთი საკვანძო გადაცემა“, – წერია ექსტრაკლასას ოფიციალურ ვებგვერდზე.