შავი სამკლავურები და დაფასება - ბათუმელთა ბაზას და საფეხბურთო აკადემიას ბაკურიძის სახელი მიენიჭა
შავი სამკლავურები და დაფასება - ბათუმელთა ბაზას და საფეხბურთო აკადემიას ბაკურიძის სახელი მიენიჭა
ანგისას ბაზაზე, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „მერანს“ შორის თამაშის დაწყებამდე, მეტოქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯონი ბაკურიძის ხსოვნას, რომელიც მცირე ხნის წინ გარდაიცვალა.
 
ბაკურიძე ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გუნდის აღორძინების ინიციატორი იყო. მის საპატივცემულოდ ბათუმელებმა ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი შავი სამკლავურით ითამაშეს.
ცნობილი გახდა ბათუმელთა გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც – ანგისას საფეხბურთო ბაზასა და გუნდის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ჯონი ბაკურიძის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
„ჩვენმა კლუბმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი დაკარგა – ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯონი ბაკურიძე. ღვაწლი, რომელიც ბატონ ჯონის მიუძღვის კლუბის წარმატებებში, ძალიან დიდია! უშუალოდ მისი ინიციატივით დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს ანგისას საფეხბურთო ბაზის და ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ბატონი ჯონი ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ანგისას საფეხბურთო ბაზას და ბათუმის „დინამოს“ ბავშთა საფეხბურთო აკადემიას ჯონი ბაკურიძის სახელი მიენიჭა“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
დატოვე კომენტარი