რაგბი | პიერ-ანრი ბრონკანმა ჩელენჯ თასისთვის „შავი ლომის“ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „ავჭალის“ სტადიონზე, „შავი ლომი“ უელსურ „ოსფრიზთან“ მატჩით ჩელენჯ თასის მეოთხე სეზონს იწყებს.
მიმდინარე გათამაშებაში თასისთვის ფრანგული TOP 14-ის ექვსი („ბაიონი“, „კასტრი“, „ლიონი“, „პერპინიანი“, „ტულონი“ და „ვანი“), ინგლისის პრემიერშფის ორი („ჰარლიქუინსი“ და „ნიუკასლი“) და გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის რვა გუნდი („ალსთერი“ ირლანდიიდან, „ედინბურგი“ შოტლანდიიდან, „დრაგონსი“, „ოსფრიზი“ და „სქარლეთსი“ უელსიდან, „ბენეტონი“ და „ძებრე“ იტალიიდან და „შარქსი“ სამხრეთ აფრიკიდან) ითამაშებს. მათ ემატება ორი მოწვეული გუნდი – სამხრეთ აფრიკული „ჩიტასი“ და ქართული „შავი ლომი“.
18 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული, თითოეულ მათგანი ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშს გამართვას – ორს შინ და ორს – სტუმრად. პლეიოფში გასულ 12 გუნდს ჩემპიონთა თასიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი დაემატება და 1/8-ფინალური წყვილები შედგება.
„შავი ლომი“ მესამე ჯგუფში „ოსფრიზთან“, „ედინბურგთან“, „ჰარლიქუინსთან“, „ტულონთან“ და „ვანთან“ მოხვდა.
„შავი ლომის“ თამაშების განრიგი:
17 ოქტომბერი, 2026 | „შავი ლომი“ – „ოსფრიზი“ (უელსი);
12 დეკემბერი, 2026 | „ტულონი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;
10 იანვარი, 2027 | „ვანი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;
17 იანვარი, 2027 | „შავი ლომი“ – „ედინბურგი“ (შოტლანდია).
ახალ სეზონში „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება, რომლის ხელმძღვანელობითაც ივნისად დღემდე გუნდმა რვა მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა. ჩელენჯ თასისთვის ბრონკანმა გაფართოებულ შემადგენლობაში 42 მორაგბე შეიყვანა, საიდანაც 23 მორკინალი, 19 კი – ხაზის მოთამაშეა.
ქართული გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ ლეგიონერები – მაიკლ ქარი და ლეავასა პოტუ. განაცხადში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებიც დიდი 10-ის კლუბებში თამაშობენ და ბრონკანი მათ საჭიროების შემთხვევაში დაიმატებს.
„შავი ლომი“ შემადგენლობა 2026/27 წლების ჩელენჯ თასზე:
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, დათო აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ნიკოლოზ ნარმანია, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლადო ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, გიორგი სინაურიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომა მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე, დემეტრე დევდარიანი, დავით ხუროშვილი, მათე მახარაძე, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, მიხეილ ყაჩლავაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი.