რაგბი | დავით ზირაქაშვილი „კასტრის“ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი მოთამაშე დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის კლუბის, „კასტრის“ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა – ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში გუნდის მწვრთნელმა, ხავიერ სადურნმა განაცხადა.
„სეზონის განახლებამდე კლუბში სხვადასხვა დინეზე რამდენიმე ცვლილება მოხდა. მაგალითად, შერკინების მწვრთნელად გამოცდილი დავით ზირაქაშვილი იმუშვებს, რომელიც გუნდში სიახლეებითა და თავისი ხედვით მოვიდა, რის განხორციელებასაც გარკვეული დრო სჭირდება“, – განაცხადა „კასტრის“ მწვრთნელმა.
ზირაქაშვილმა „კლერმონში“ 16 წლის განმავლობაში 350-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 2010 წელს გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონობა იზეიმა. მას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „კლერმონისა“ და „სტად ფრანსეს“ შერკინების მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.
დავით ზირაქაშვილმა საქართველოს ნაკრებში 53 შეხვედრა ჩაატარა.