რაგბი | გიორგი ნუცუბიძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მესამე ტურის მატჩების შემდეგ სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც „ბიარიცის“ შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მოხვდა.
„ბიარიცმა“ მესამე ტურში საკუთარ მოედანზე „კოლომიე“ 38:20 დაამარცხა, ნუცუბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა.
PRO D2-ის მესამე ტურში გამორჩეული თამაში ჩაატარა „ოიონაში“ ლუკა მატკავამ, რომელმაც „ორიაკთან“ მატჩში ერთი ლელო დადო და ექვსი გარდასახვა დაარტყა ზუსტად, მაგრამ, მოლოდნელად, სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა („ოიონაში“ ერთი ლელოთი თავი ვასილ ლობჟანიძემაც გამოიჩინა).