რაგბი | ვახტანგ აბდალაძის ლელო საფრანგეთში ჩემპიონატში – „ბრივმა“ „კოლომიე“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

13:31, 25.09.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეხუთე ტური „ბრივისა“ და „კოლომიეს“ მატჩით დაიწყო, რომელშიც „ბრივმა“ მეტოქეს 41:26 სძლია.

„ბრივის“ შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა ვახტანგ აბდალაძემ, რომელიც მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა და 63-ე წუთზე ლელო დადო.

ეს აბდალაძის მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში, „ბრივი“ კი 21 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, იგი სამი ქულით უსწრებს „ოიონას“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი